top of page
CRPA LOGO

ჩვენ შესახებ

About CRPA – Connecting Businesses with Global Opportunities

კომერციული ურთიერთობების ხელშეწყობის ასოციაციის გუნდი 2007 წლიდან ქმნის კავშირებს ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს გარემოს შორის. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ერთ მთავარ მიზანს — კომპანიებისთვის საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების განვითარება უფრო ხელმისაწვდომი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ. CRPA აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, საერთაშორისო კონტაქტებსა და თანამედროვე ბიზნეს სერვისებს. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას, კომპანიებმა დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, მიიღონ წვდომა მათთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებსა და პროფესიულ ინფორმაციაზე, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ბრენდი და გააფართოონ საქმიანობის არეალი. ჩვენთვის საერთაშორისო განვითარება მხოლოდ ახალ კონტაქტებს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია სწორი მიმართულების განსაზღვრა, შესაბამის გარემოში პოზიციონირება და ისეთი კავშირების ჩამოყალიბება, რომლებსაც რეალური საქმიანი პერსპექტივა აქვს. სწორედ ამ მიდგომით ჩვენ უკვე 20 წელია ვაკავშირებთ კომპანიებს საერთაშორისო ბიზნეს სივრცესთან და ვქმნით საფუძველს ახალი პარტნიორობისა და განვითარების შესაძლებლობებისთვის.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები

Touching Digital Interface
Conference Poster Silhouettes
Marketing Dashboard Display
Indoor Trade Exhibition
Speaker At Podium

გამოფენები

CRPA სრულად ორგანიზებული ბიზნესვიზიტებით გაძლევთ წვდომას საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ახალი პარტნიორები და მომწოდებლები, აღმოაჩინოთ ინოვაციური პროდუქტები და მიღებული შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის რეალურ განვითარებად და შედეგად აქციოთ.

B2B

CRPA გაკავშირებთ თქვენი საქმიანობისთვის შესაბამის საერთაშორისო კომპანიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან — ვქმნით პირდაპირი კომუნიკაციისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობას, რათა სწორი საქმიანი კავშირები რეალურ კომერციულ შესაძლებლობებად გარდაიქმნას.

კონფერენციები

CRPA გაძლევთ წვდომას თქვენი სფეროს მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც მიიღებთ უახლეს პროფესიულ ცოდნას, გაეცნობით ინდუსტრიის ახალ მიმართულებებს და დაამყარებთ ღირებულ საქმიან კავშირებს — მიღებული ცოდნისა და შესაძლებლობების თქვენი ბიზნესის რეალურ განვითარებად გარდასაქმნელად.

ბრენდის შექმნა

CRPA გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ძლიერი საფუძვლის მქონე ბრენდი — სწორი სტრატეგიით, გამორჩეული იდენტობით, თანამედროვე ვიზუალური სახითა და ეფექტური ფუნქციონალით. თითოეული ელემენტი გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომით იქმნება, რათა გააძლიეროს თქვენი პოზიციები, მოიზიდოს სწორი აუდიტორია, გაზარდოს ნდობა და ბრენდი ბიზნესის ზრდის ეფექტურ ინსტრუმენტად აქციოს.

ქვეყნები რომლებთანაც ვთანამშრომლობთ

ძირითადი ბიზნეს სფეროები, რომელსაც ჩვენ ვფარავთ

Construction

მშენებლობა

საკვები და სასმელი

კვების მრეწველობა

ენერგეტიკა

ენერგეტიკა

Უძრავი ქონება

უძრავი ქონება

Doctor Viewing Scan

ჯანმრთელობა და ესთეტიკა

Irrigation System Field

აგრიკულტურა

Მოდის ინდუსტრია

Მოდის ინდუსტრია

Dental Checkup Closeup

სტომატოლოგია

Cozy Beige Armchair

ავეჯი &  დიზაინი

ტურიზმი

ტურიზმი

Abstract Conference Design

მარკეტინგი

bottom of page